ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

მსოფლიო ემზადება რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენებისთვის – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსი პროპაგანდისტები ბირთვული იარაღით ღიად იმუქრებიან.

მისივე თქმით, რუსეთის გამო მსოფლიოში შესაძლოა ბირთვული სახელმწიფოების რაოდენობა გაიზარდოს.

“რუსი პროპაგანდისტები ღიად იმუქრებიან ბირთვული იარაღით. მსოფლიოს პოლიტიკოსები რუსეთის მიერ ე.წ. ტაქტიკური ბირთვული იარაღი ან ქიმიური, ბიოლოგიური იარაღის გამოყენების შესაძლებლობისთვის ემზადებიან. თუ რუსეთი მიმართავს ბირთვულ შანტაჟს, მაშინ შეიძლება მსოფლიოში სხვადასხვა ძალას ლოგიკურად მოეჩვენოს,  ბირთვული იარაღი შეიძინონ. იმის თქმა, რომ ეს სახიფათოა მთელი მსოფლიოსთვის, არაფრის თქმას უდრის”, –  განაცხადა ზელენსკიმ.

იტვირთბა....