aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ციტატა

პუტინი რომ დილით გაიღვიძებს და ცუდ ხასიათზე არ იქნება და ჩვენზე არ გაბრაზდება, ამის იმედად ვართ? – ელისაშვილი ღარიბაშვილს

aviabiletebi
ავიაბილეთები

პუტინი რომ დილით გაიღვიძებს და ცუდ ხასიათზე არ იქნება და ჩვენზე არ გაბრაზდება, ამის იმედად ვართ? – ამის შესახებ პარტია “მოქალაქეების” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტში, ინტერპელაციის პროცედურის დროს განაცხადა.

“სამოქალაქო თავდაცვის ინფრასტრუქტურა რატომ არის ასეთი მოშლილი? მეტროს გარდა რომ თავშესაფარი არსად არ არის და მეტროც მხოლოდ თბილისშია. გვაქვს ადრეული შეტყობინების სისტემა? გვაქვს თავშესაფრები? გვაქვს მარაგები? ასეთი არხეინები რატომ ვართ? იყავით თავდაცვის მინისტრი და ამიტომ გისვამთ ამ კითხვას. რის იმედად ვართ? პუტინი რომ დილით გაიღვიძებს და ცუდ ხასიათზე არ იქნება და ჩვენზე არ გაბრაზდება, ამის იმედად ვართ?” – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

იტვირთბა....