ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ვოლსკი: იმაში, რომ ხალხის უდიდესი ნაწილი მხარს უჭერს ევროინტეგრაციას, ლომის წილი “ქართულ ოცნებას” მიუძღვის

[su_quote]რომელია დემოკრატიული სტანდარტი ისეთი, რომელსაც სცილდება საქართველოს მდგომარეობა? ნებისმიერი საკითხი ავიღოთ. რასაკვირველია, ჩვენ ვიცით, რომ ყველაფერი არ არის შესრულებული, მაგრამ ერთი რამე გავიხსენოთ – ხალხი. თუ კი ხალხის უდიდესი ნაწილი მხარს უჭერს [ევროინტეგრაციას], ამაში “ქართული ოცნების” დამსახურება არის ლომის წილი. ვინაიდან ხალხი, ვინც ამ პროპაგანდით შესაძლოა ყოფილიყო დატვირთული, რომ იქ ჩვენ არ გველოდებიან ხელგაშლილი, რომ იქ საფრთხე შეექმნება ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობას, ქართულს შეექმნება რაიმე საფრთხე – აი ამ ყველაფერს თავისი პოზიციით, თავისი დამოკიდებულებით, ეროვნულობით აბალანსებს “ქართული ოცნების” ხელისუფლება, მთავრობა და თუნდაც პირადად პრემიერ-მინისტრი და თუ კი იმ სტატისტიკაში, რომელიც მეტყველებს, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი მხარს უჭერს ევროინტეგრაციას, კიდევ ერთხელ გავაანაზილოთ, რა წვლილი მიუძღვის იმ ზომებს, იმ პოზიციას, იმ ემოციას და დამოკიდებულებას, რაც გააჩნია ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებას[/su_quote]

აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გია ვოლსკი.

იტვირთბა....