ახალი ამბები მთავარი სამართალი

სოფელ ფხეროში ქალი დააყაჩაღეს და მისი გაუპატიურება სცადეს

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ფხეროში გუშინ საღამოს ქალი დააყაჩაღეს და მისი გაუპატიურება სცადეს. ადგილობრივების ინფორმაციით,   ქალისთვის საფულეს წართმევა უნდოდათ და გაუპატიურებაც უცდიათ. ქალი კარგადაა, დამნაშავე კი მიიმალა. ამ დროისთვის დამნაშავე დაკავებული არ არის და პოლიცია ძებნის ოპერაციას ახორციელებს.შსს  ყაჩაღობისა და გაუპატიურების მცდელობის ფაქტს ადასტურებს.

მომხდარზე ძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 179–ე ყაჩღობისა და 19–137–ე გაუპატიურების მცდელობის მუხლებით მიმდინარეობს.

 

იტვირთბა....