[su_quote]საქართველომ რუსეთს არ დაუწესა ეროვნული ეკონომიკური სანქციები. ერთადერთი სწორი მიზეზით, ეს არის ჩვენი ეროვნული ინტერესები. თქვენ რომ გვიკიჟინებდით და მოგვიწოდებდით, დაგვეწესებინა ეკონომიკური სანქციები რუსეთისთვის, ჩვენი ერთი მილიონი მოქალაქე ცხოვრობს რუსეთში. გვაქვს სავაჭრო-ეკონომიკური უერთიერთობები, ჩვენი ქვეყანა არის დროებით ოკუპირებული და რუსული ჯარი დგას ჩვენს ტერიტორიებზე. ამ ფონზე, თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ სანქციების დაწესება ეროვნულ დონეზე, ნიშნავდა იმას, რომ ჩვენ საკუთარ მოქალაქეებს და საკუთარ ქვეყანას დავუწესებდით სანქციებს. აქედან გამომდინარე, მიუხედავად ჩვენი სოლიდარობისა უკრაინის მიმართ, ჩვენ ვთქვით, რომ ჩვენ მხოლოდ ჩვენი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით ვიმოქმედებთ და ამ გადაწყვეტილებას ვერ შეგვაცვლევინებს ვერავინ. შეგახსენებთ, დღეს მსოფლიოში არის ურთულესი ვითარება, ინფლაცია ზოგ ქვეყანაში 20 პროცენტს გადასცდა და ამ პირობებში, ჩვენ ვინარჩუნებთ ერთ-ერთ ყველაზე მაღალ ეკონომიკურ ზრდას. მე მინდა გკითხოთ – 2 თვის წინ ჩვენ ეს სისულელე რომ გაგვეკეთებინა, თქვენთვის დაგვეჯერებინა და რუსეთისთვის დაგვეწესებინა ეროვნული ეკონომიკური სანქციები, რა მდგომარეობაში ვიქნებოდით დღეს, თუ გაქვთ წარმოდგენა?[/su_quote]
ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, ოპოზიციის მისამართით თქვა.