[su_quote]სინამდვილეში, ღარიბაშვილს არავინ არაფერს არ ეკითხება და არც არავის ამ შენობაში. გვარამია არის ივანიშვილის პირადი პატიმარი. შესაბამისად, ღარიბაშვილს არც უნარი შესწევს, არც ძალა აქვს და ალბათ არც სურვილი, რომ ის გამოუშვას. ჩვენ უბრალოდ, მაინც ვცდილობთ ხოლმე, შესაბამის ინსტიტუტებს მივადგეთ. ახლა პრემიერთან ვაპროტესტებთ, მერე იქ გავაპროტესტებთ, სადაც ჩავთვლით, რომ იდეაში, უნდა ვაპროტესტებდეთ. ხალხმა ყველაფერი ძალიან კარგად იცის, იციან, რომ გვარამია არის ივანიშვილის პირადი პატიმარი. ამ ივანიშვილის პინგვინმაც იცის, რამეს კი არ წყვეტს, მაგრამ ჩვენ წესიერი ხალხი ვართ, სახელმწიფოს პატივს ვცემთ და ამიტომ, პრემიერისგან ვითხოვთ და მას ვახსენებთ რაღაცებს[/su_quote]
ამის შესახებ ჟურნალისტმა ნინო ჯანგირაშვილმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განაცხადა, სადაც ჟურნალისტები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები არიან შეკრებილი.
ცნობისთვის, პარლამენტში დღეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ელოდებიან.