[su_quote]საქართველო აკმაყოფილებს აპლიკანტი ქვეყნისთვის აუცილებელ პარამეტრებს და მზად არის, მიიღოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. ჩვენ ამას ნამდვილად ვიმსახურებთ. ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე გადაწყვეტილება მოითხოვს ევროკავშირის მზაობასაც – ორგანიზაციის კარი გაუღონ ახალ წევრებს, თუმცა, ევროკავშირის გაფართოების მიმართულებით წევრ ქვეყნებს შორის სხვადასხვა მოსაზრება არსებობს, რაც ყველასთვის ცნობილია. ამ ეტაპზე, კონკრეტული პროგნოზის გაკეთება რთულია, რადგან საქმე ეხება პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რომელსაც ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ერთსულოვანი მხარდაჭერა სჭირდება[/su_quote]
ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.