ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სამადაშვილი: ევროპაში ვინმეს აქვს სურვილი, მოგვცეს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი ამ ხელისუფლების პირობებში?

[su_quote]არ შეიძლებოდა ამაზე არაკომპეტენტური საგარეო საქმეთა მინისტრი ჰყოლოდა ქვეყანას მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყნის ბედი წყდება სწორედ საგარეო ასპარეზზე. თქვენგან ვერ მოვისმინეთ არათუ ვერც ერთ კითხვაზე პასუხი, არამედ, ჩვენი ევროკავშირის განაცხადთან დაკავშირებით პოლიტიკური მხარდაჭერის ვერანაირი ნიშანი. მაქვს მარტივი შეკითხვა – ჩვენ რომ გვაქვს სურვილი ევროკავშირში გავწევრიანდეთ, გასაგებია და ჩვენ ნამდვილად გვაქვს ეს სურვილი და ქართველ ხალხსაც, მაგრამ ევროპაში ვინმეს აქვს სურვილი თქვენი ხელისუფლების პირობებში, რომ მოგვცეს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი?[/su_quote]

ამის შესახებ პარტია “ლელოს” დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს მიმართა, რომელსაც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ინტერპელაციის წესით მოუსმინეს.

იტვირთბა....