მოსკოვის საპატრიარქოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე საქართველოს პატრიარქის, ილია მეორეს მიერ კირილე I-სთვის გაგზავნილი წერილი გამოქვეყნდა.
როგორც მოსკოვის საპატრიარქოში აცხადებენ, რუსეთის პატრიარქმა “მისი ზეციური მფარველის, მოციქულთასწორის წმინდა კირილეს ხსენების დღის” მისალოცი წერილი მიიღო ილია მეორესგან.
“თქვენო უწმინდესობავ!
მიიღეთ თქვენი ანგელოზის დღისადმი მიძღვნილი ჩვენი გულითადი მილოცვა.
მოციქულთასწორთა წმინდა კირილესა და მეთოდეს ლოცვებით ღმერთმა მოგმადლოთ ჯანმრთელობა, მშვიდობა და კეთილდღეობა თქვენს პირველმღვდელთმთავრულ მსახურებაში”, – ნათქვამია მისალოც წერილში.
აღნიშნული წერილი საქართველოს საპატრიარქოს გვერდზე გამოქვეყნებული არ არის.