ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

დაბომბვას ხარკოვში ცხრა ადამიანი, მათ შორის, 5 თვის ბავშვი ემსხვერპლა

ქალაქ ხარკოვზე განხორციელებული საარტილერიო შეტევის შესახებ ახალი დეტალები ვრცელდება.  ხარკოვის ოლქის გუბერნატორის, ოლეგ სინეგოვის განცხადებით, დაბომბვას 9 მშვიდობიანი მოქალაქე მათ შორის, ხუთი თვის ბავშვი ემსხვერპლა მამასთან ერთად.

არსებული ინფორმაციით, ოჯახი ხუთი თვის ბავშვთან ერთად ქუჩაში სეირნობდა, რა დროსაც დაბომბვა დაიწყო.

“კაცი მაშინვე გარდაიცვალა, მისი ცოლი, მძიმე მდგომარეობაში ჰოსპიტალიზებულია. პოლიციამ ბავშვის სხეული მოგვიანებით იპოვა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სინეგოვის ცნობით, დაიბომბა ხარკოვის ოლქის რამდენიმე ქალაქი, მათ შორის, ქალაქ ხარკოვის საცხოვრებელი უბნები – პავლოვოს პოლუსი, შევჩენკოს რაიონი და სხვა. დაჭრილია 17 ადამიანი, რომელთა შორისაც 9 წლის ბავშვია.

“მტერი განაგრძნობს მშვიდობიანი მოსახლეობის დატერორებას. მოდუნება არ შეიძლება. ყველას გთხოვთ, აუცილებელი საჭიროების გარეშე, არ გახვიდეთ ქუჩაში და დაემორჩილოთ განგაშის სიგნალს”, – აცხადებს ოლეგ სინეგოვი.

 

 

იტვირთბა....