ახალი ამბები მთავარი სამართალი

თურქეთში გარდაცვლილთაგან მხოლოდ ერთია საქართველოს მოქალაქე

თურქეთში გარდაცვლილთაგან მხოლოდ ერთია საქართველოს მოქალაქე. გარდაცვლილთაგან ორი ქალბატონია, ხოლო ერთი 18-20 წლამდე ასაკის ახალგაზრდა მამაკაცი. გარდაცვლილთაგან ერთ-ერთ ქალბატონს საქართველოს მოქალაქეობა შეწყვეტილი ჰქონდა და ის ამჟამად თურქეთის მოქალაქეა. ხოლო გარდაცვლილი მამაკაცის მოქალაქეობის საკითხი ამ დროისთვის დადგენილი არ არის.

 თურქეთში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით მედიაში ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება,  მათ შორის გარდაცვლილთა ასაკთან  დაკავშირებით. საგარეო საქმეთა სამინისტროში კი თურქეთში საქართველოს კონსულის ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ გარდაცვლილებს შორის  მცირეწლოვანი არ არის. სხვა დეტალები კი დგინდება.

ინფორმაცია რუსთავი2-ს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიაწოდა.

შეგახსენებთ, რომ თურქეთში, შირნაკის პროვინციაში, სამართალდამცველებმა ერთ- ერთ საცხოვრებელ სახლში სამი ადამიანის ცხედარი იპოვეს, აზერბაიჯანული გამოცემა haqqin.az-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სამივე ქალბატონი ქართველია და მათ ყელი აქვთ გამოჭრილი

იტვირთბა....