aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ბლინკენი – გრძელვადიან პერსპექტივაში ჩინეთი უფრო დიდი საფრთხეა, ვიდრე რუსეთი

aviabiletebi
ავიაბილეთები

გრძელვადიან პერსპექტივაში გლობალური უსაფრთხოებისთვის ჩინეთი უფრო დიდი საფრთხეა, ვიდრე რუსეთი, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩინეთი არის ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც აქვს განზრახვა, ისევე როგორც ეკონომიკური, ტექნოლოგიური, სამხედრო და დიპლომატიური საშუალებები, განავითაროს საერთაშორისო წესრიგის განსხვავებული ხედვა. საერთაშორისო წესრიგის საფუძვლები სერიოზული და მდგრადი საფრთხის ქვეშაა. მაშინ, როდესაც რუსეთი აშკარად მობილიზებული იყო უკრაინაში შეჭრისთვის, პრეზიდენტმა სი ძინპინმა და პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადეს, რომ მათ ქვეყნებს შორის მეგობრობა იყო, ვციტირებ, „საზღვრების გარეშე“. ჩვენი ამოცანაა, კიდევ ერთხელ დავამტკიცოთ, რომ დემოკრატიას შეუძლია გადაუდებელი გამოწვევების დაძლევა, შესაძლებლობების შექმნა, ადამიანის ღირსების წინსვლა, რომ მომავალი ეკუთვნის მათ, ვისაც სჯერა თავისუფლების და რომ ყველა ქვეყანა თავისუფალი იქნება, იძულების გარეშე გაარკვიოს საკუთარი გზები. “, – თქვა ენტონი ბლინკენმა.

იტვირთბა....