ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინის დაპყრობა ახლა იმაზე უფრო ნაკლებად რეალურია, ვიდრე ომის დასაწყისში იყო

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა უკრაინაში რუსეთის ომს ჩავარდნა უწოდა. დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას შოლცმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინმა ვერცერთ სტრატეგიულ მიზანს ვერ მიაღწია, ხოლო რუსეთის მიერ უკრაინის დაპყრობა ახლა იმაზე უფრო ნაკლებად რეალურია, ვიდრე ომის დასაწყისში იყო.

„მნიშვნელოვანია, ნათლად ვაჩვენოთ პუტინს, რომ დიქტატის პირობებში მშვიდობა არ იქნება – ამას არც უკრაინა მიიღებს და არც ჩვენ“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.

იტვირთბა....