ომები არაპროგნოზირებადია და ვერავინ იტყვის, როდის და როგორ დასრულდება რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა პოლონურ გამოცემა ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, პუტინმა სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, რადგან დასახული მიზნების მიღწევა ერთ კვირაში დაგეგმა, ახლა კი ომის მე-13 კვირა მიმდინარეობს.
ამასთან სტოლტენბერგმა დასძინა, რომ დღეს, როდესაც რუსეთი ასეთ აგრესიულ ქმედებებს მიმართავს, ცივილიზებული სამყაროს ერთიანობა უმნიშვნელოვანესია.