ახალი ამბები მთავარი ჯანდაცვა

ზიკას ახალი ვირუსით შესაძლოა 4 მილიონამდე ადამიანი დაინფიცირდეს

ვირუსი ზიკას შემთხვევები უკვე 23 ქვეყანაშია გამოვლენილი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ზიკას ვირუსის გავრცელების ტემპს საგანგაშოს უწოდებს.

როგორც ჟენევაში გამართულ საგანგებო შეხვედრაზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა განაცხადა,ზიკას ვირუსით შესაძლოა 4 მილიონამდე ადამიანი დაინფიცირდეს.

3 შემთხვევა ნიუ-იორკში უკვე დადასტურდა. სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში კი მასშტაბურ სადეზინფექციო სამუშაოებს ატარებენ.

კოსტა რიკისა და ჩილეს აეროპორტებში ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მგზავრთა სამედიცინო შემოწმება დაიწყეს. ზიკას ვირუსი განსაკუთრებით საშიშია ფეხმძიმე ქალებისთვის, რადგან ის ბავშვებში მიკროცეფალიას იწვევს.

 

იტვირთბა....