NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სტრატეგიურლი შეცდომა დაუშვა, როცა მიზნად დაისახა, ერთ კვირაში განეხორციელებინა საკუთარი გეგმები უკრაინაში.
“ის გეგმავდა, თავისი მიზნები ერთ კვირაში მოეყვანა სისრულეში, დღეს კი უკვე ომის მე-13 კვირა მიმდინარეობს და რუსმა სამხედროებმა უკან დაიხიეს კივის, ხარკოვისა და უკრაინის ჩრდილოეთით”, – აღნიშნავს სტოლტენბერგი.
თუმცა, NATO-ს გენერალური მდივანი აღნიშნავს, რომ ვერავინ გათვლის, როდის ან რა შედეგით დასრულდება რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომი.
“ერთია – ომები არაპროგნოზირებადია. დანამდვილებით ვერავინ იტყვის, როდის, ან როგორ დასრულდება ომი”, – ამბობს იენს სტოლტენბერგი.