ახალი ამბები პოლიტიკა

“ვის დაკარგვიხართ” – ბერძენიშვილი მისი ძმის წინააღმდეგ შექმნილ პეტიციაზე

ვის დაკარგვიხართ, – ასე ეხმაურება პარტია “რესპუბლიკელების” ლიდერი, დავით ბერძენიშვილი, ფილოლოგ ლევან ბერძენიშვილის წინააღმდეგ შექმნილ პეტიციას.

მისივე თქმით, ამის შემქმნელს დასაკარგი არაფერი აღარ აქვთ.

“ლევან ბერძენიშვილს ლექციები რომ უნდა აუკრძალონ, იმ პეტიციაზე ხელმომწერებში საზოგადოებისთვის მეტნაკლებად ცნობილი ნაძირლები რატომ არ ჩანან? თამამად, ამხანაგებო, თამამად.
დასაკარგი აღარაფერი დაგრჩათ ისედაც.

ისე, “უცნობიც'” და უცნობი თუ ნაცნობი მედროვე, ყველაფრის მკადრებელი ” ხალოპები” არსად დაეკარგოთ თქვენს მოქმედ, უწიგნურ, ფულის ტომარა პატრონს.

შემკვეთებიც და შემსრულებლებიც ბევრი გვინახავს…ისტორიის ხრამში ჩაცვენილნი.
ვის დაკარგვიხართ?
არა, ერთი “ხარაბუზა ღენერალი” მაინც როგორ ვერ იშოვეთ?”, – აცხადებს ბერძენიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ლევან ბერძენიშვილისთვის სტუდენტებთან კომუნიკაციის აკრძალვის მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა.

პეტიციის ტექსტში ნათქვამია, რომ ბერძენიშვილს ისტორიის ზედმიწევნით დამახინჯებასა და ეროვნული გმირების შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ.

იტვირთბა....