ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ევროპის რუსეთის გაზზე დამოკიდებულება მერკელის მერკანტილური პოლიტიკის გამოა – სოროსი

მილიარდერი ჯორჯ სოროსის განცხადებით, ევროპის დამოკიდებულება რუსეთის გაზზე გერმანიის ყოფილი კანცლერის, ანგელა მერკელის მიერ გატარებული მერკანტილური პოლიტიკის გამოა.

სოროსმა დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მან რუსეთთან განსაკუთრებული გარიგებები დადო და ჩინეთი გერმანიის უმსხვილეს საექსპორტო ბაზრად აქცია.

ამასთან, ჯორჯ სოროსმა შეაქო ურსულა ფონ დერ ლაიენი “ძლიერი ევროპული ხმის” გამო და განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ გერმანიის მოქმედი კანცლერი, ოლაფ შოლცი იმის გამო აირჩიეს, რომ ანგელა მერკელის პოლიტიკა გაეგრძელებინა, ის, როგორც ჩანს, “საბოლოოდ სწორად იქცევა ხოლმე”.

ამასთან, სოროსმა მაგალითად ნორდ სტრიმ 2-ის შეჩერება და უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გაზრდა მოიყვანა.

იტვირთბა....