პარტია “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი, მიიჩნევს, რომ ევროპარლამენტარებთან და პოლიტიკოსებთან აგდებულად ლაპარაკი მოდაში შემოვიდა.
“ევროპარლამენტარებთან და პოლიტიკოსებთან მიმართებაში ეს აგდებული ლაპარაკი რომ მოდაში შემოვიდა, ეს რას ემსახურება ვერ ვხვდები, თუ არა იმას, რომ ზუსტად დავშორდეთ ევროპას და ზუსტად ვერ მივიღოთ ის სტატუსი. არადა, რა ვითარებაა, რამ მოიტანა, კი ძალიან მონდომებულები ვიყავით ყოველთვის, მაგრამ, რეალურად, ყოველთვის შორს იყო კანდიდატის სტატუსის მინიჭებაც. ახლაც არ ვიცი, მოგვცემენ თუ არა, არც მეძინება ლამის ამაზე ფიქრით, რომ ეს ასე არ მოხდეს, მაგრამ, რამ შექმნა ეს რეალობა ხო? ახალი რეალობაა, რამ დააჩქარა ჩვენი, უკრაინის და მოლდოვის სწრაფვა უკრაინელი ხალხის თავგანწირვამ, უკრაინელი ხალხის თავგანწირულმა ბრძოლამ შექმნა ეს რეალობა.” – განაცხადა ელისაშვილმა.