ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ბატონო ბიძინა, როდის დაფიქრდებით, რა შეგეშალათ – უსუფაშვილი ივანიშვილს

პოლიტიკოსმა, დავით უსუფაშვილმა პარლამენტში დებატების დროს, ბიძინა ივანიშვილს მიმართა.

უსუფაშვილის განცხადებით, ის იმ 4 წლის განმავლობაში ვერ გაკეთებულს ნანობს, როდესაც ივანიშვილთან ერთად ქვეყანა ევროპულ გზაზე ვერ დააყენა.

“ბატონო ბიძინა. როგორ ბრძანდებით? არამგონია კარგად იყოთ თქვენ ან მე 2022 წელს, 10 წლის თავზე იმ დღიდან, როდესაც თქვენ პოლიტიკაში შემოსვლიდან პირველივე საჯარო გამოსვლაში სტრატეგიული პარტნიორობა შემომთავაზეთ თქვენთვის სრულიად უცნობ ადამიანს. მას შემდეგ 10 წელი გავიდა და დღეს ვსაუბრობთ იმაზე, თუ რა მდგომარეობაშია ჩვენი ქვეყანა ევროატლანტიკური და ევროპული ინტეგრაციის თვალსაზრისით. არ ვიცი როდის მოხვალთ იმ აზრზე, რომ ამას დაუფიქრდეთ, რა შეგეშალათ. მე ძალიან ბევრ რამეს ვნანობ, გაკეთებულს კი არა იმ 4 წლის განმავლობაში, რაც თქვენთან ერთად ვიყავი – ვერ გაკეთებულს, იმას რომ ვერ შევძელით რომ 4 წლის განმავლობაში ის მანკიერი სისტემა რომელიც დაგვხვდა მემკვიდრეობით შეგვეცვალა და დაგვეყენებინა ქვეყანა მართლა ევროპულ გზაზე. ეს რომ ვერ შევძელი მე და ბევრმა კოლეგამ, მთელი ცხოვრება გამყვება ტვირთან, იმიტომ რომ მაშინ იყო დრო ამისი ამოძირკვის და ვინაიდან მაშინ ეს ვერ ვქენით, მერე წავიდა და წავიდა ეს ქვეყანა იმავე გზაზე, საიდანაც ვითომ ამოსვლა გვინდოდა”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

იტვირთბა....