ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

თქვენ რომ ევროინტეგრაცია გინდოდეთ, ხელი-ხელ ჩაკიდებულები ვივლიდით ევროკავშირის დედაქალაქში და ყველას სკეპტიკოსს, ვთხოვდით მხარდაჭერას – ვაშაძე “ოცნებას”

თქვენ რომ ევროინტეგრაცია გინდოდეთ, ხელი-ხელ ჩაკიდებულები ვივლიდით ევროკავშირის დედაქალაქში და ყველას სკეპტიკოსს, ვთხოვდით მხარდაჭერას. – ასე მიმართა პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ “ოცნებას”.

“თქვენ რომ ევროატლანტიკური ინტეგრაცია გინდოდეთ პრემიერის ვიზიტის პარალელურად არ დაიჭერდით, არ დააკავებდით ნიკა გვარამიას, რომელიც თქვენთვის ოპონენტი, კრიტიკული ტელევიზიის რედაქტორია, თქვენ რომ ევროინტეგრაცია გინდოდეთ, არ იტყოდით უარს იმ თანამშრომლობის არაერთ მექანიზმზე, რომელიც ოპოზიციამ შემოგთავაზათ, ერთობლივ ვიზიტზე ბრიუსელში, არ იტყოდით ჩვენს ინიციატივაზე უარს, როცა შემოგთავაზეთ უშიშროების საბჭოს გაფართოებული სხდომა, თქვენ რომ ევროინტეგრაცია გინდოდეთ, დღეს ხელი-ხელ ჩაკიდებულები ვივლიდით ევროკავშირის დედაქალაქში და ყველას სკეპტიკოსს, რომელიც მხარს არ უჭერს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას ვთხოვდით მხარდაჭერას, ვაჩვენებდით ერთიანობას. თქვენ რომ ევროინტეგრაცია გინდოდეთ მესამე პრეზიდენტს კი არ გაანადგურებდით ციხეში, არამედ რეალურად იმას რასაც მარტივს გთავაზობენ, საერთაშორისო ექიმების ჯგუფს ჩამოიყვანდით და რეალურ დასკვნებს გააკეთებდით რა არის აქ”, – თქვა ვაშაძემ.

იტვირთბა....