უკრაინაში რუსმა ოკუპანტებმა უკვე 238 ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლეს. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
“25 მაისის დილის მონაცემებით, 671-ზე მეტი ბავშვი დაშავდა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეიარაღებული აგრესიის შედეგად. ოფიციალური ინფორმაციით, დაღუპულია 238 ბავშვი, ხოლო დაჭრილია 433.
უწყებაში დასძენენ, რომ ეს საბოლოო რიცხვები არ არის, რადგან გარდაცვლილთა და დაშავებულთა რაოდენობის დადგენა ახლაც გრძელდება გათავისუფლებულ და დროერბით ოკუპირებულ და ტერიტორიებსა და აქტიური საბრძოლო მოქმედებების ზონებში.
როგორც გამოცემა UNIAN წერს, ბოლო პერიოდში, ომის შედეგად დაღუპული ბავშვების რაოდენობა მკვეთრად არის გაზრდილი – “შეგახსენებთ, 24 მაისის მონაცემებით, 234 ბავშვის სიკვდილის შესახებ იყო ცნობილი”, – აღნიშნავს გამოცემა.
ოფიციალური ინფორმაციით, მხოლოდ ერთ დღეში, საომარი მოქმედებებსი შედეგად 4 ბავშვის დაღუპვის შესახებ გახდა ცნობილი. ხარკოვის ოლქში, ჩუგუევსკის რაიონის დაბომბვას 11 წლის გოგონას სიცოცხლე ემსხვერპლა. მარიუპოლის დაბომბვას კი 14, 15 და 17 წლის მოზარდები შეეწირდნენ.
ომის დაწყების დღიდან – 24 თებერვლიდან, ყველაზე მეტი ბავშვი (149) დონეცკის ოლქშია დაღუპული, 116 კიევის ოლქში, 104 ხარკოვში, 68 ჩერნიგოვსკში, 50 ლუგანსკში, 49 ხერსონში, 45 ნიკოლაევში, 28 ზაპოროჟიეში, 17 სუმის ოლქში, დედაქალაქ კიევში 16, ხოლო ჟირომირიეში საომარ მოქმედებებს 15 ბავშვი შეეწირა.