ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

დაბომბვას ზაპოროჟიესა და სევეროდონეცკში ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ქალაქები ზაპოროჟიე და სევეროდონეცკი დაბომბეს. ლუგანსკის ოლქის გუბერნატორის, სერგი გაიდაის ინფორმაციით, შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე რვა დაიჭრა სევეროდონეცკში. ხოლო ზაპოროჟიეში დაბომბვას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, სამი დაშავებული კი ჰოსპიტალიზებულია.

“რუსები იმ ადგილებს უტევენ, სადაც ხალხია. მათ იციან, რომ სევეროდონეცკის “აზოტის” ქარხანაში თავშესაფრებია და ზუსტად მათ უმიზნებენ. გუშინ, იქ ოთხი ადგილობრივი მაცხოვრებელი მოკლეს, კიდევ სამი ჰოსპიტალიზებულია. მტერმა ასევე იცის, რომელ სკოლებშია თავშესაფრები და შემთხვევითი არ არის, რომ იქაც ისვრიან”, – აცხადებს გაიდაი.

ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, წინასწარი ინფორმაციით, ქალაქ ზაპოროჟიაში 62 სახლი დაზიანდა.

იტვირთბა....