უკრაინა რუსეთთან მოლაპარაკებებს მხოლოდ მას შემდეგ დაუბრუნდება, რაც ოკუპანტების მიერ 24 თებერვლის შემდეგ დაკავებულ ტერიტორიებს დაიბრუნებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იაპონურ NHK-სთან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, მსოფლიო უკრაინას მთელი ქვეყნის ოკუპაციისთვის 3 დღეს აძლევდა, მაგრამ 3 თვე გავიდა და მსოფლიო უკრაინის ირგვლივ გაერთიანდა.
„მსოფლიო უკრაინას სამ დღეს აძლევდა მთელი ქვეყნის რუსეთის მიერ ოკუპაციისთვის, მაგრამ ხედავთ, არა სამი, არა 30 დღე, არამედ სამი თვე გავიდა. ჩვენ გავაერთიანეთ მსოფლიო უკრაინის ირგვლივ, არ ვფიქრობ, რომ რუსეთის მცდელობა წარმატებული იქნება, რადგან მსოფლიო უკრაინის ირგვლივ გაერთიანდა“, – განაცხადა ზელენსკიმ.