“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ოპოზიციას პარლამენტის დატოვებისკენ მოუწოდებს.
მისი თქმით, საპარლამენტო ოპოზიციას ,,ოცნების” მაშველი რგოლის ფუნქცია აქვს.
“პარლამენტში მჯდომი მეგობრები, აბსოლუტური უმრავლესობა მათი, ყველა არა, ასრულებს მაშველი რგოლის ფუნქციას რეჟიმის მეთაურ დიქტატორ ივანიშვილის გადასარჩენად. მეგობრებო, ნუ მიყვებით ოლიგარქს პოლიტიკურ საფლავში! გამოდით პარლამენტიდან! ” – განაცხადა ბრიფინგზე შალვა ნათელაშვილმა.