ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პუტინი მარცხდება უკრაინაში, მაგრამ იმარჯვებს საქართველოში – კელი და კრამერი

პუტინი მარცხდება უკრაინაში, მაგრამ იმარჯვებს საქართველოში – ამ სათაურით აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე, დევიდ კრამერი და საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი, იან კელი ერთობლივ სტატიას აქვეყნებენ.

კელი და კრამერი წერენ, რომ განსაკუთრებით უკრაინის კრიზისის შემდეგ, საქართველოს მმართველობა სულ უფრო მეტად ემსგავსება რუსულ მოდელს სრული ერთპარტიული მმართველობითა და ოპოზიციის დევნით.

“ქართული ოცნება, რიტორიკულად კვლავ უჭერს მხარს დასავლეთში ინტეგრაციის პოლიტიკას. თუმცა, მათი მოქმედებები გვიმტკიცებს, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება წარმატების მისაღწევად არასწორ ფსონს დებს”. – წერია სტატიაში.

მათი თქმით, აშშ-მა და ევროპელმა მოკავშირეებმა უნდა გამოიყენონ თავიანთი გავლენები დესტრუქციული ძალის შესაჩერებლად.

“ჩვენ ვალდებულნი ვართ იმ ქართველის წინაშე, რომლებსაც სურთ ქვეყნის ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანება, რომ აეკრძალოთ მოგზაურობა და დაუწესდეთ სხვა სანქციები იმ პირებს, რომლებიც ძირს უთხრიან დასავლეთთან საქართველოს მომავალს”. – ვკითხულობთ სტატიაში.

იტვირთბა....