პარლამენტის ვიცე- სპიკერი, არჩილ თალაკვაძე აცხადებს რომ, დებატების დროს იმ ოპოზიციონერების ვინაობას მოისმენენ, რომლებიც საერთაშორისო პარტნიორებთან ევროკავშირში საქართველოს კანდიდატობის წინააღმდეგ აგიტაციას აწარმოებენ.
“მომზადებული ვართ მაგრად ამ დებატებისთვის. ძალიან სერიოზული საკითხები გვაქვს, სერიოზული არგუმენტები. ხვალ ჩატარდება თუ დღეს, საზოგადოება დაინახავს, ვინ იცავს რეალურად ევროპულ ღირებულებებს ქვეყანაში, კონკრეტული ფაქტებით და არგუმენტებით ვისაუბრებთ ოპოზიციასთან. თავის ანგარიშების ყდებით, სადაც გვარები წერია მათი, თავის შეხვედრებით, თავის განცხადებებით, რომელ საერთაშორისო ეთერებში იჯდნენ და ლაპარაკობდნენ საქართველოს წინააღმდეგ, მოისმენთ დებატების დროს,”- განაცხადა თალაკვაძემ.