ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გიორგი ფხაკაძე მაიმუნის ყვავილის ვირუსთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას აქვეყნებს

ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე, სოციალურ ქსელში, მაიმუნის ყვავილის ვირუსთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას აქვეყნებს.

ფხაკაძის თქმით, მაიმუნის ყვავილის ვირუსის გამო ლოქდაუნი არ გამოცხადდება.

„კარგი ამბავი, დაწყნარდით. მაიმუნის ყვავილის ვირუსი 17 ქვეყანაში (აფრიკა არ ითვლება, იქ ეს ვირუსი სულ იყო და სავარაუდოდ იქნება, იქ ამ ვირუსის გარდა კიდევ ბევრი ვირუსებია, ეს ისე) გავრცელდა და არც ერთი სიკვდილი არ იქნა დაფიქსირებული დღეის მდგომარეობით (ამ 17 ქვეყანაში)…. პანიკას არ აჰყვეთ, შეირგეთ ზაფხულის მზე. არავინ არ აპირებს ლოკდაუნების გამოცხადებას ამ ვირუსის გამო. ჯანმრთელობას გისურვებთ…“,- წერს გიორგი ფხაკაძე.

იტვირთბა....