ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გაუპატიურებული ქალები და ბავშვები ბუჩაში, არ იმსახურებენ, თქვენს მხარდაჭერას? – სამადაშვილი პარლამენტს

პარტია “ლელოს” დეპუტატი, სალომე სამადაშვილის განცხადებით, პარლამეტში რამდენიმე კვირის წინ უკრაინის საკითხთან დაკავშირებით რეზოლუცია დაინიცირდა.

მისი თქმით, რეზოლუციაში დეპუტატები პარლამენტს რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადეილი დანაშაულების შეფასებას შეეხებოდა.

“რამდენიმე კვირის წინ ჩვენ დავაინიცირეთ ამ პარლამენტში რეზოლუცია. ამ რეზოლუციაში მოგიწოდეთ, რომ შეფასება გაუკეთოთ იმას, რაც რუსეთმა უკრაინაში ჩაიდინა. მაინტერესებს, აქ რომ სხედხართ, გავიგე, რომ ბიძინა ივანიშვილის გამოკვებილი ადამიანები ხართ, რომლებსაც ღირებულებები აღარ შეგრჩათ, მაგრამ გაუპატიურებული ქალები და ბავშვები ბუჩაში, არ იმსახურებენ, თქვენი აზრით, თქვენს მხარდაჭერას?

რატომ არ შევიდა დღის წესრიგში დღემდე, პარლამენტში ამ რეზოლუციაზე მსჯელობა? უბრალოდ არ გრცხვენიათ? სარკეში როგორ უყურებთ საკუთარ თავს დილას რომ დგებით?” – განაცხადა სალომე სამადაშვილმა პარლამენტში.

იტვირთბა....