ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ზახაროვა: ორუელმა “1984” ლიბერალიზმის დასასრულზე დაწერა და არა ტოტალიტარიზმზე

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებით, ჯორჯ ორუელი წიგნში “1984” არა საბჭოთა კავშირს, არამედ იმ საზოგადოებას აღწერს, რომელშიც თავად ცხოვრობდა. ზახაროვას თქმით, ეს წიგნი “ლიბერალიზმის იდეის მარცხის შესახებ” არის დაწერილი და არაფერი აქვს საერთო ტოტალიტარიზმნთან.

ამასთან, მარია ზახაროვა აღნიშნავს, დღეს, რუსეთში პატრიოტიზმის აღზევებაა.

“ჩვენ აქ, ჩვენს ქვეყანაში პატრიოტიზმის აღზევებას ვგრძნობთ, ხოლო მეგობრები და ახლობლები საზღვარგარეთიდან გვეუბნებიან, რომ რომანის “1982” ანარეკლი ვართ. რა ვუპასუხოთ მათ? უთხარით, რომ ის [ორუელი] ჩვენზე კი არა, მათ შესახებ წერდა. ეს თქვენ ცხოვრობთ გამოგონილ სამყაროში, სადაც შეიძლება, ადამიანი “გააუქმო”. მრავალი წლის განმავლობავლობაში მიგვაჩნდა, რომ ორუელი ტოტალიტარიზმს აღწერდა [წიგნში 1984]. ეს ერთ-ერთი გლობალური “ფეიკია”. ორუელი ლიბერალიზმის დასასრულის შესახებ წერდა. მან აღწერა, როგორ შეჰყავს ლიბერალიზმს კაცობრიობა ჩიხში”, – ამბობს ზახაროვა.

გამოცემა Afisha-ს ცნობით, ზახაროვას გამოეხმაურა ვიქტორ გოლშევი, რომელიც რომანის რუსულენოვანი თარგმანის ავტორია.

“ჩემი აზრით, ეს რომანი ტოტალიტარულ სახელმწიფოზეა. პირველ და მეორე მსოფლიო ომებს შორის, ნახევარ ევროპას ტოტალიტარული ქვეყნები იკავებდა. მე ლიბერალიზმის არანაირი დაცემის შესახებ არ მსმენია”, – წერს გოლიშევი.

თუმცა, ის იმასაც აღნიშნავს, რომ 1984 თანამედროვე რუსეთს არ აგონებს.

“ჩვენთან როგორღაც, ისევ არსებობს პრესა. კი, “სპეციალური ოპერაცია” მიდის [უკრაინაში], მაგრამ მიმდინარე მოვლენები ჯერ არც ისე ჰყავს ამას [რომანს]”, – ამბობს ვიქტორ გოლშევი.

 

 

 

 

 

იტვირთბა....