ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

პუტინს შევხვდები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განხილული იქნება რუსეთის მიერ დაწყებული ომის დასრულება – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ის მზად არის ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებისთვის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ მოლაპარაკებების დროს განხილული იქნება რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის დასრულება.

“სახელმწიფოში ისეთი გადაწყვეტილების მიმღები სტრუქტურა აქვს, პუტინის გარეშე გადაწყვეტილებები არ მიიღება, მათი ყველა ინსტიტუტი გაერთიანებულია ერთი გადაწყვეტილებით – რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით. თუ ჩვენ ვსაუბრობთ ომის დასრულების შესახებ კონკრეტულ გადაწყვეტილებაზე, მაშინ, მის გარეშე ეს გადაწყვეტილება არ იქნება, არ გამოვა რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის გარეშე. მას შემდეგ, რაც მათ ჩაიდინეს, ამ შეხვედრების დიდი სურვილი ნამდვილად არ არის, შუამავლებთან შეხვედრის დიდი სურვილი არ არის და არ იქნება. ამიტომ, მე არ მივიღებ რუსეთიდან ვინმესთან შეხვედრას რუსეთის პრეზიდენტის გარდა. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკებების მაგიდაზე ერთი საკითხი იქნება – ომის დასრულება. სულ ეს არის. სხვა არაფერია სალაპარაკო“, – განაცხადა ზელენსკიმ.

იტვირთბა....