ლევან სამუშიამ, “ქართული ოცნების” აღმასრულებელ მდივანს “ლატენტური ნაცი” უწოდა.
მისივე თქმით, დღევანდელი განცხადებით მდინარაძემ პირდაპირ თქვა, რომ ევროპას საქართველოს მოქალაეების მოსპობა სურდა.
“დღეს, მდინარაძე გამოდის და ამბობს, იმედი ვიქონიოთ, რომ საქართველოს არ დასჯიან იმის გამოო, რომ ის მისი მოქალაქეების სიცოცხლეს უფრთხილდება.მდინარაძე ევროპაზე ლაპარაკობს, პირდაპირ ამბობს, რომ ევროპას საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის მოსპობა უნდოდა და ამ მდინარაძემ, ლატენტურმა ნაცმა, მე მაინც არ ვიცოდე ყვარყვარე ჩვეულებრივი, 5-იანის დროშით დარბოდა, გვეუბნება, რომ ევროპას ჩვენი დაღუპვა უნდოდა და ჩვენ გიხსენითო. მთავრობა არ არის ქართველი ხალხი” – განაცხადა ლევან სამუშიამ.