ვეუბნები კობახიძეს: ან გვარები დაასახელოს, ან ბოდიში მოიხადოს. ასე უპასუხა ტვ პირველის ეთერში “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ “ქართული ოცნების” თავმჯდომარის განცხადებას.
“ვეუბნები კობახიძეს: ან გვარები დაასახელოს, ან ბოდიში მოიხადოს. მას აქვს ბოდიში მოსახდელი, გამოხვალ დააბრალებ, თვად უკრაინის ბრალდებებზე რას ამობდნენ მოგვიტანონ მტკიცებულებებიო, მე უკრაინის მთავრობას არ დავეთანხმე იმ განცხადებებში პირდაპირი დადანაშაულება რომ იყო საქართველოს, მე ვთქვი, რომ მტკიცებულებებია საჭირო. მე ვეუბნები კობახიძეს, მოიტანოს მტკიცებულებები, დასახელოს სახელი და გვარები კოლექტიური ბრალდებები მტკიცებულებების გარეშე ნიშნავს, რომ უბრალოდ იტყუება.” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
შეგახსენებთ, ,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები დადიან ევროკავშირის დერეფნებში და საპირისპირო კამპანიას აწარმოებენ. მისი თქმით, ოპოზიციის გათვლაა, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსის არ მიიღოს.