ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ბრიუსელში, მის კოლეგას მიაჩნია, რომ კობახიძეს შესაძლოა ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდეს – ბადრი ჯაფარიძე

ბრიუსელში კობახიძის განცხადებას სერიოზულად აღარ მიიჩნევენ, მის კოლეგას მიაჩნია, რომ მას შესაძლოა ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდეს. – ამის შესახებ “ლელოს” წევრმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

“ბრიუსელში კობახიძის განცხადებას სერიოზულად აღარ მიიჩნევენ, ევროპარლამენტარმა, ადრე მისმა მხარდამჭერმა პოლიტიკური ჯფგუფის წევრმა მითხრა რომ, მიაჩნია რომ კობახიძეს შესაძლოა ჰქონდეს ჯანმრთელობის პრობლემები, მე ამასა არ ვაზიადებ ასეთი აღქმაა. ბრიუსელში მყოფი ადამიანს თუ მიუტანენ თარგმანს თუ რა თქვა კობახიძემ მას არ დარჩება შთაბეჭდილება, რომ ეს არის ნორმალური ადამიანი. ის ბოდვა, რაც ადამინების გონების ასარევად ტქვა არ არიქმება, როგორც ჯანმრთელი ადმაიანის განცხადებები, ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით. არ არის სასიამოვნო როცა მმართველ პარტიას ყავს თავმჯდომარე რომელიც ჯანმრთელად არ აღიქმება” – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, ,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები დადიან ევროკავშირის დერეფნებში და საპირისპირო კამპანიას აწარმოებენ. მისი თქმით, ოპოზიციის გათვლაა, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსის არ მიიღოს.

იტვირთბა....