იარაღი, ფინანსები, სანქციები, ეს ყველაფერი თებერვალში, რომ მიგვეღო ათასობით სიცოცხლე გადარჩებოდა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„იარაღი, ფინანსები, პოლიტიკური მხარდაჭერა, სანქციები – ჩვენ რომ ეს ყველაფერი 100 პროცენტით თებერვალში მიგვეღო, ათასობით სიცოცხლე გადარჩებოდა. აი, ამიტომ სჭირდება უკრაინას ყველა ის იარაღი, რომელსაც ითხოვს და არა მხოლოდ ის, რასაც ვიღებთ. აი, ამიტომ გვჭირდება ფინანსები“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.