ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი მსოფლიო

აზერბაიჯანმა საქართველოდან ცხოველების იმპორტი აკრძალა

აზერბაიჯანმა საქართველოდან ცოცხალი პირუტყვისა და ცხოველური წარმოშობის საქონლის იმპორტი დროებით აკრძალა. ამის შესახებ აზერბაიჯანის სახელმწიფო ვეტერინარული კონტროლის სამსახურის წარმომადგენელმა იოლჩუ ჰანველიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, აკრძალვის მიზეზად საქართველოში წვრილრქოსან და მსხვილრქოსან პირუტყვს შორის გავრცელებული ვირუსია.

ამის შესახებ „სურსათის ეროვნული სააგენტო“ ოფიციალურ განცხადებას ცოტა ხანში გაავრცელებს.

 

იტვირთბა....