ფოთში ავტოსაგზაო შემთხვევას 11 წლის მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც “ინტერპრესნიუსი” თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, ბავშვს ავტომობილი იმ დროს დაეჯახა, როცა ის ველოსიპედით ქუჩაზე გადადიოდა.
მოზარდის ცხედარი ქუთაისში ექსპერტიზაზეა გადასვენებული. “მთავარი არხის” ცნობით, მძღოლი პოლიციას ჩაბარდა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. შსს-მ მომხდარზე მომხდარზე გამოძიება დაიწყო.