თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურაში ერთი ადამიანი მოკლეს და ორი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, მომხდარს ახალგაზრდების შელაპარაკება უძღოდა წინ.
ტელეკომპანია “მთავარის” ინფორმაციით, დაღუპულს სასიკვდილო ჭრილობები სანადირო თოფიდან აქვს მიყენებული. დაჭრილია კიდევ ორი ახალგაზრდა მამაკაცი, მათ შორის, გარდაცვლილის ძმა.
შემთხვების ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.