[su_quote]მაშინ, როცა ჩვენი მთავრობა ინტენსიურად მუშაობდა იმისთვის, რომ ჩვენ მოქალაქეებს უვიზო რეჟიმი მიეღოთ, ჩვენი ევროპელი კოლეგები გაოცებული მეც მიყვებოდნენ და ჩვენს კოლეგებსაც, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები დადიოდნენ ევროკავშირში და სთხოვდნენ, ემუდარებოდნენ, ათას ცილისწამებას და დეზინფორმაციას ავრცელებდნენ, რომ საქართველოს მოქალაქეებს არ მიეღოთ უვიზო რეჟიმი ევროკავშირისგან. ასეთი დონის ანტისახელმწიფოებრივ მტრობასთან გვქონდა საქმე. უფრო მეტს გეტყვით, რამდენიმე დღის წინ, მოგეხსენებათ, ბრიუსელში ვიყავი, თითქმის იდენტური ინფორმაცია მოვისმინე, სამწუხაროდ, ვერ დავასახელებ. ძალიან ცნობილი ლიდერები, მითხრეს, რა ხდება, რა უბედურება გჭირთ, რომ ჩამოდიან თქვენი ოპოზიციის წარმომადგენლები და გვეუბნებიან, იქნებ რამენაირად არ იქნას პოზიტიური გადაწყვეტილება მიღებული საქართველოსთან მიმართებაში. ასეთი მავნებლობა, ასეთი მტრობა ჩვენი ქვეყნის, უბრალოდ დანაშაულია. ამას აკეთებენ დესტრუქციული, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები[/su_quote]
ამის შესახებ, “ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განცხადა.