უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ ოფიციალური ბუდაპეშტი მხარს არ უჭერს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, რადგან ასეთი ნაბიჯი ატომური ბომბის გამანადგურებელი ეფექტის ტოლფასია და აუცილებლად გამოიწვევს შიმშილსა და უკონტროლო მიგრაციას.
როგორც ორბანმა სებეთის პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩემთან შეხვედრისას, სოფლის მეურნეობის გამოფენაზე განაცხადა, ბრიუსელის “მიუღებელმა და არაგონივრულმა ზომებმა” შესაძლოა, ფასების ზრდამდე მიგვიყვანოს და მსოფლიოს მაცხოვრებლების გამოკვება შეუძლებელი გახადოს. მისივე თქმით, შიმშილის შედეგი ევროპისთვის მიგრაციის ტალღის მომასწავლებელი იქნება.
“ესენი კი არ იქნებიან ადამიანები, რომლებსაც უკეთესი ცხოვრება სურთ, არამედ, ხალხი, რომელსაც გადარჩენა უნდა. ეს მიგრაცია ჩვენ გამანადგურებელ ზიანს მოგვიტანს”, – ამბობს უნგრეთის პრემიერი.