aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

The Times: ბრიტანულმა რაკეტებმა დონბასისთვის ბრძოლის დინამიკა შეცვალეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ბრიტანული გაზეთი The Times ქვეყნის თავდაცვის მინისტრის მრჩეველ ბენ მურსზე დაყრდნობით წერს, რომ Brimstone-ის რაკეტებმა, რომლებიც უკრაინას გაერთიანებული სამეფოსგან სამხედრო დახმარების პაკეტის ფარგლებში გადაეცა, დადებითად შეცვალეს დონბასის აღმოსავლეთით მოვლენების განვითარების დინამიკა.

მურსის თქმით, მაღალტექნოლოგიური ჰაერი-მიწა კლასის რაკეტები სერიოზულ საფრთხეს უქმნიან რუსეთის ფორმირებებს იმ შემთხვევაშიც, თუ ისინი ფრონტის ხაზიდან რამდენიმე მილის დაშორებით იმყოფებიან

მანამდე, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კადრები გაავრცელა, რომელშიც ჩანს, როგორც ანადგურებენ Brimstone-ის საშუალებით სამიზნეებს.

“ბრიტანული Brimstone-ის რაკეტები უკვე ფრონტის ხაზზე არიან და დაწყებული აქვთ ოკუპანტების ამოფუფქვა”, – წერია UNIAN-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იტვირთბა....