გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, რუსეთი უკრაინაში უპილოტო საფრენი აპარატების დიდ დანაკარგს განიცდის, დეფიციტის შევსებას კი სანქციების გამო შიდა წარმოების შეზღუდვის გამო ვერ ახერხებს. როგორც ბრიტანეთის დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, თუ რუსეთის უპილოტო საფრენი აპარატების განადგურება ამ ტემპით გაგრძელდება, მათი დაზვერვის შესაძლებლობები კიდევ უფრო გაუარესდება.
“სავარაუდოა, რომ რუსეთი სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატების დეფიციტს განიცდის, რაც საქნციების შედეგად გამოწვეულმა, შიდა წარმოების შეზღუდვამ გააუარესა. თუ რუსეთი ამჟამინდელი ტემპით გააგრძელებს დრონების დაკარგვას, მათი ძალების დაზვერვისა და რეკოგნოსცირების შესაძლებლობები კიდევ უფრო გაუარსდება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
დაზვერვის სამსახურში აღნიშნავენ, რომ რუსეთ-უკრაინის ომში სწორედ უპილოტო საფრენი აპარატები ასრულებენ გადამწყვეტ როლს.