ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ჯო ბაიდენს და ენტონი ბლინკენს რუსეთში შესვლა აუკრძალეს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, ამერიკის შეერთებული შტატების 963 მოქალაქეს, მათ შორის, პრეზიდენტ ჯო ბაიდენს და სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს ქვეყანაში შესვლა აეკრძალათ.

როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ეს პასუხია მათი ქვეყნის მიმართ აშშ-ს “მტრულ ქმედებებზე”.

“ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მუდმივად დაწესებულ ანტირუსულ სანქციებზე რეაგირების კონტექსტში, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს იმ ამერიკელი მოქალაქეების სიას, რომლებსაც ეკრძალებათ რუსეთის ფედერაციაში შემოსვლა მუდმივ რეჟიმში. ჩვენ გავაგრძელებთ შესაბამის რეაგირებას აშშ-ს მტრულ ქმედებებზე, რომელიც ბუმერანგია თავად შეერთებული შტატებისთვის”, – ნათქვამია განცხადებაში.

მედიის ცნობით, იმ პირებს შორის, რომლებსაც რუსეთში შესვლა აეკრძალათ, ასევე არიან აშშ-ის თავდაცვის მინისტრი, ლოიდ ოსტინი და ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელი, უილიამ ბერნსი.

 

იტვირთბა....