ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

თბილისში მამაკაცმა ავტობუსში ცოლი დაჭრა, ქალი ადგილზე გარდაიცვალა

თბილისში, გურამიშვილის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრავ ავტობუსში, მამაკაცმა ცოლი ყელის არეში დანით დაჭრა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა. თვითმხილველის ინფორმაციით, ცოლ-ქმარი მცირეწლოვან შვილებთან ერთად მგზავრობდა.

“ქმარმა შვილების თვალწინ ცოლს ყელი გამოჭრა ავტობუსში, არ ვიცი ცოცხალია თუ არა”, – დაწერა სოციალური ქსელის მომხმარებელმა, ზაზა კოშკაძემ.

როგორც “მეტრონომს” შსს-ში განუცხადეს, სამართალდამცავებმა ეჭვმირტანილი ცხელ კვალზე დააკავეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

იტვირთბა....