უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განაცხადებით, “აზოვსტალიდან” ყველა მშვიდობიანი მოქალაქე გაყვანილია.
“ყველა მშვიდობიანი მოქალაქე, რომელიც აზოვსტალის ქარხანაში იყო ბლოკირებული, გაყვანილია. ქარხანასთან ახლოს და მარიუპოლში მყოფი სხვა მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია კი დიდი ხნის წინ დაიწყო. გამოყვანილი არიან მშვიდობიანი მოქალაქეები, ექიმები, მძიმედ დაჭრილები, დაჭრილები… ვფიქრობ, ყველას გამოყვანა უახლოეს პერიოდში დასრულდება,” – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.