ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ჯანმო იწვევს ექსპერტთა ჯგუფს, იგივე პროცესია, რაც 2020 წელს კოვიდის დროს – ფხაკაძე მაიმუნის ვირუსზე

ჯანმო იწვევს ექსპერტთა ჯგუფს, ეს იგივე პროცესია, რაც 2020 წელს კოვიდის დროს. ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე მაიმუნის ყვავილის ვირუსთან დაკავშირებით წერს.

„დღეს ჯანმომ განაცხადა, რომ სასწრაფოდ გადაწყვიტა, მოიწვიოს ექსპერტთა ჯგუფის გადაუდებელი შეხვედრა მაიმუნის ყვავილის ვირუსის გავრცელების გამო, რათა განიხილონ საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანგებო სიტუაციის საერთაშორისო შეშფოთების გამოცხადების შესაძლებლობა. ეს იგივე პროცესია, რაც 2020 წელს კოვიდის პროცესი იყო. ეს ვირუსი არის განსაკუთრებით საშიში პათოგენების ნუსხაში საქართველოში და მსოფლიოში.

მაიმუნის ყვავილის ვირუსის ძირითადად ორი ვარიანტია გავრცელებული მსოფლიოში: ცენტრალური აფრიკის (სიკვდილიანობა 10.6%) და დასავლეთ აფრიკული (სიკვდილიანობა 1-3.6%).

ევროპაში დადასტურდა დასავლეთ აფრიკული ვარიანტი.

მაიმუნის ყვავილის ვირუსი ვაქცინა/წამალი არ არსებობს, მაგრამ არსებული ჩუტყვავილას ვაქცინა არის 85% ეფექტური მაიმუნის ყვავილის ვირუსი წინააღმდეგ.

მაიმუნის ყვავილის ვირუსი ამჟამად (21/05/2022) უკვე დადასტურდა შემდეგ ახალ ქვეყნებში (ჯერ 11 არის):

ბრიტანეთში

პორტუგალიაში

ესპანეთში

იტალიაში

შვედეთში

გერმანიაში

ბელგიაში

საფრანგეთში

ამერიკაში

კანადაში

ავსტრალია

ეს ვირუსი ძირითადად ვრცელდება აფრიკის ათზე მეტ ქვეყანაში. მარტო კონგოში 6000 ინფიცირდება წელიწადში და 3000 ნიგერიაში.
ვინაიდან, საკმაოდ ბევრი ადამიანი მეკითხება ამ ვირუსის შესახებ, იხილეთ მოკლე განმარტება:

მაიმუნის ყვავილის ვირუსი იშვიათი ვირუსული დაავადებაა, ძირითადად გავრცელებულია ცენტრალურ და დასავლეთ აფრიკაში. ის ადამიანებს დაავადებული ცხოველისგან, კერძოდ კი, მაიმუნისგან და მღრღნელებისგან გადაედებათ. თუმცა დაავადების გადამტანი ინფიცირებული ადამიანიც არის.” – წერს ფხაკაძე.

იტვირთბა....