ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

გერმანია და ყატარი ენერგეტიკულ პარტნიორობაზე შეთანხმდნენ

გერმანია და ყატარი შეთანხმდნენ ენერგეტიკულ პარტნიორობაზე, რომლის მიხედვითაც შესაძლოა ყატარმა 2024 წელს დაიწყოს თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდება ბერლინისთვის.

ყატარი გახდება მნისვნელოვანი გასაღები გერმანიის სამომავლო ენერგეტიკულ სტრატეგიაში რუსული გაზის დივერსიფიკაციისთვის, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ბერლინში კატარის ემირთან შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ თანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გამოსვლისას.

“ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხი ჩვენთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებს. გერმანია განავითარებს თავის ინფრასტრუქტურას, რათა შესაძლებელი იყოს თხევადი გაზის იმპორტი”, – თქვა შოლცმა.

ყატარის ემირმა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ იმედოვნებს, რომ მისი ქვეყანა 2024 წელს დაიწყებს თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდებას გერმანიაში.

იტვირთბა....