ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

დანია საქართველოში საელჩოს გახსნის

დანიის სამეფომ საქართველოში საელჩოს გახსნის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ დანიის საგარეო მინისტრმა, იეპე კოფოდმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრაზე განაცხადა.

„ხაზი გაესვა საქართველოს და ზოგადად, ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს მიმართ დანიის მხრიდან გამოჩენილ მზარდ ინტერესს და მხარდაჭერას, რაც სათანადოდ არის ასახული დანიის საგარეო პოლიტიკის სტრატეგიულ დოკუმენტებში. მინისტრები შეთანხმდნენ აქტიურ კავშირებზე ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

იტვირთბა....