ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ბოლო ზარი” ბორჯომის მუნიციპალიტეტში მსხვერპლით დასრულდა

ბორჯომის მუნიციპალიტეტში, მწვანე მონასტერთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 17 წლის ბიჭი ემსხვერპლა, სამმა ახალგაზრდამ კი დაზიანებები მიიღო. თვითმხილველების თქმით, ერთმანეთს დიდი სიჩქარით მოძრავი ორი ავტომობილი შეეჯახა, რომელთაგან ერთი მდინარე მტკვარში გადავარდა.

ადგილობრივი ონლაინ გამოცემის, “სამხრეთის კარიბჭის” ინფორმაციით, ახალგაზრდები “ბოლო ზარს” აღნიშნავდნენ.

დაშავებულები ბორჯომის “ჯეოჰოსპიტალში” არიან გადაყვანილი.

 

იტვირთბა....