ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

(ვიდეო)”აზოვის” პოლკის მეთაური საუბრობს, რა პირობით დათანხმდენენ დაჭრილების ევაკუაციას

[Elite_video_player id=”1″ youtubevideos=’8T2QmzTJ3nU’]

 

“აზოვის” პოლკის მეთაურმა, დენის პროკოპენკომ ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც მარიუპოლში მდებარე “აზოვსტალის” ქარხნიდან ევაკუაციის პროცესის შესახებ საუბრობს. მისი თქმით, მძიმედ დაჭრილი სამხედროების გამოყვანაზე რუსეთს თანხმობა შემდგომი გაცვლისა და უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიაზე მათი დაბრუნების პირობის სანაცვლოდ განუცხადეს.

დენის პროკოპენკოს თქმით, მათთვის პრიორიტეტი ყოველთვის სამოქალაქო პირების, დაჭრილებისა და დაღუპულების გამოყვანა იყო ქარხნის ტერიტორიიდან.

“მიუხედავად მძიმე ბრძოლებისა, წრიული თავდაცვისა და მარაგების შევსების საშუალების არქონისა, ჩვენ ყოველთვის სამ მნიშვნელოვან პირობაზე მივუთითებდით – სამოქალაქო პირები, დაჭრილები და დაღუპულები. სამოქალაქო პირების ევაკუაცია მოხერხდა, მძიმედ დაჭრილებმა მიიღეს აუცილებელი დახმარება, მოხერხდა მათი ევაკუირება შემდგომი გაცვლისა და უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაყვანის პირობით. დაღუპულ გმირებს რაც შეეხება, პროცესი გრძელდება და იმედი მაქვს, უახლოეს დროში მათ ახლობლებს და მთელ უკრაინას ექნება საშუალება, საკუთარი მებრძოლები პატივით დაკრძალოს”, – ამბობს პროკოპენკო.

 

იტვირთბა....